ქუთაისის 29-ე საჯარო სკოლა დისტანციურ სასწავლო პროცესზე გადავიდა
დღეის მონაცემებით, სწავლების ჰიბრიდული მოდელი ქუთაისის მასშტაბით თხუთმეტ საჯარო სკოლაში მოქმედებს.
აღნიშნულ სკოლებში მოსწავლეებს კორონავირუსი დაუფიქსირდათ და შესაბამისად ონლაინ სწავლებზე არიან გადასულები. გამონაკლისია 29-ე სკოლა, რომელიც დღეიდან სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.
აღნიშნულ სასწავლო დაწესებულებაში, კოვიდ ვირუსი პედაგოგს დაუდასტურდა. ინფორმაციას ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი ადასტურებს.
რაც შეეხება ონალინ სწავლების მსურველ მოსწავლეთა რაოდენობას, განაცხადები დღეს მიიღება და მომდევნო კვირის მონაცემები ხვალ გახდება ცნობილი. მიმდინარე კვირას კი დისტანციურ რეჟიმზე ქალაქის მასშტაბით 2200 მოსწავლე სწავლობს.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან