გერმანიაში, დასაქმების პროგრამით წასულ მოქალაქეებს სოციალურად დაუცველის სტატუსი არ მოეხსნებათ
ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ გერმანიაში დასაქმების გამო წასულ მოქალაქეებს სოციალურ დახმარებას არ შეუწყვეტენ და სტატუსს არ მოუხსნიან.
უწყების ინფორმაციით, დასაქმების პროგრამაში მონაწილეებს არც სტატუსი შეუჩერდებათ და სოციალურ ბაზაში ქულებს არ გადაამოწმებენ.
საქართველოს მოქალაქეებს გერმანიაში ლეგალურად დასაქმება პირველი აპრილიდან შეეძლებათ. რეგისტრაცია უკვე მიმდინარეობს, თუმცა მოქალაქეებს დასაქმება სოფლის მეურნეობის სექტორში 3 თვის მანძილზე შეეძლებათ.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა