ამ გვერდის ამობედვა

საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! - საელჩოს განცხადება

საქართველოს საელჩო თურქეთში, საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც FirstNews.ge უცვლელად გთავაზობთ:

 

,,თურქული მხარის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ამსახველ რუკაზე წითლად მონიშნულ, მაღალი რისკის მქონე ქალაქებში, კვლავ ამოქმედდება შაბათ-კვირას ქუჩაში გასვლის შეზღუდვა.

 

აქვე, შეგახსენებთ, რომ მოქალაქეებს, ასევე, ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ კვირის სამუშაო დღეებში, 21:00-05:00 საათებში.

 

ახალი რეგულაციების შესახებ, საელჩოს გვერდიდან გეცნობებათ ოპერატიულ რეჟიმში!

 

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე:

 

1. ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80

 

2. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00

 

3. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26

 

4. იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი: +90 530 280 45 08", - აღნიშნულია განცხადებაში.

წაკითხვა 486 ჯერ