როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
საქართველოში ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, 3 აპრილის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +10, +15, აღმოსავლეთ საქართველოში კი +13, +18 გრადუსია მოსალოდნელი.
4-5 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან იწვიმებს, შესაძლებელია ელჭექიც. დაბლობსა და ბარში +18, +23 გრადუსამდე დათბება.
თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 2-3 აპრილს +15, +17, ხოლო 4-5 აპრილს +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.
სიახლეები
- "მოსალოდნელია თუ არა შემოდგომაზე მასშტაბური სამთავრობო ცვლილებები?!' - ვახტანგ ძაბირაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 10 ივნისიდან
- პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების ეტაპობრივ დანერგვას ითვალისწინებს
- არქიტექტორებისა და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირება პირველი სექტემბრის ნაცვლად 20 დეკემბრიდან იქნება სავალდებულო
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 9 ივნისიდან