ამ გვერდის ამობედვა

თბილისის ერთ-ერთ უბანში გაზი აფეთქდა - არის მსხვერპლი

თბილისში, ლილოს დასახლებაში, თენგიზ სტურუას ქუჩაზე, ბუნებრივი აირი აფეთქდა. 

 

არსებული ინფორმაციით, აფეთქების სიმძლავრე იმდენად დიდი იყო რომ სახლში მყოფი 65 წლამდე ქალი მეოთხე სართულიდან გადმოაგდო.

 

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

 

შემთხვევა რვასართულიანი სახლის მეოთხე სართულზე მოხდა.

 

ადგილზე მეხანძრე- მაშველების რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული.

 

როგორც საგანგებო სიტუაციები მართვის სამსახურში განაცხადეს, მაშველებმა სადარბაზოში მცხოვრები მოქალაქეების ევაკუაცია მოახდინეს.

წაკითხვა 396 ჯერ

სიახლეები