როგორია კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ლევან რატიანის განმარტება
როგორც პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა report.ge-სთან საუბარში განაცხადა, კახი კავსაძე მართვით სუნთქვაზე არ იმყოფება, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება.
,,ბატონი კახი, დაახლოებით, ერთი თვეა რაც ჩვენს კლინიკაში მკურნალობს. 2-3 თვის წინ, მას ჰქონდა კოვიდინფექცია, რომელიც წარმატებით დაამარცხა და გაეწერა ჩვენი კლინიკიდან. მაგრამ მას აქვს რამდენიმე ქრონიკული პათოლოგია, რომელიც გაუმწვავდა გარკვეული პერიოდის შემდეგ, და სუნთქვის მწვავე უკმარისობით მოხვდა ჩვენს კლინიკაში. ამ ეტაპზე, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა", - განაცხადა ლევან რატიანმა
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა