მნიშვნელოვანია სწორად იყოს გამოძიებული ეს საქმე - ქუთაისში ჟურნალისტებმა აქცია გამართეს
დღეს, ქუთაისში ჟურნალისტებმა აქცია გამართეს. ისინი სოლიდარობას უცხადებდნენ ჟურნალისტ ბუბა ჩივაძეს, რომელიც გუშინ მერიის შენობიდან საპატრულო პოლიციამ ძალის გამოყენებით გამოიყვანა.
„დღევანდელი აქ ყოფნის მიზანი არ არის ფართომაშტაბიანი აქციის გამართვა, ჩვენი მთავარი მიზანია, სათანადოდ გამოიძიოს ეს საკითხი, რადგან ფორმაც და შინაარსიც ჩვენთვის როგორც, ჟურნალისტებისთვის იყო აბსოლუტურად მიუღებელი. ვფიქრობ, რომ სახელმწიფო სტრუქტურაში დასაქმებულმა ნებისმიერმა ადამიანმა კარგად უნდა წაიკითხოს კანონი, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ. ჟურნალისტის საქმიანობაში ხელშეშლა არის ერთ-ერთი უმძიმესი დანაშაული. ვცდილობთ, მაქსიმალურად ვითანამშრომლოთ ადამიანებთან, ხელი არ შევუშალოთ, ვიყოთ დაბალანსებული და მიუკერძოებლები. ძალიან მნიშვნელოვანია სწორად იყოს გამოძიებული ეს საქმე,“ – განაცხადა FirstNews.ge-თან საუბარში ტელეკომპანია მეგა ტვ-ს მენეჯერმა ნანა თოშხუამ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 5 აპრილს ქუთაისის მერიის შენობაში “ქუთაისი თუდეის” რედაქტორმა მერის კაბინეტთან შიმშილობა გამოაცხადა, რა დროსაც საპატრულო პოლიციამ ის შენობიდან იძულებით გაიყვანა, უგონო მდგომარეობაში მყოფი ჟურნალისტს ბორკილები დაადო და საპატრულო პოლიციაში გადაიყვანა, სადაც სასწრაფო გამოიძახეს და ჟურნალისტი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სიახლეები
- ქუთაისის სპორტის სასახლეში მოსწავლე მოკრივეთა შორის საქართველოს ჩემპიონატი გაიხსნა
- "ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თურქეთში პუტინთან შეხვედრა შედგეს, ვინაიდან, მხოლოდ მასთან უნდა შევთანხმდე ცეცხლის შეწყვეტაზე, მხოლოდ ის წყვეტს ამას"
- "გამოუშვით ეს ადამიანები! ამ ნაბიჯის გადადგმა არ იქნება სისუსტის გამოვლინება"- გიორგი კვირიკაშვილი დაკავებულ მომიტინგეებზე
- "ფარცხალაძის რუსეთში ყოფნა ნიშნავს, რომ რუსეთში გადავიდა საქართველოს შესახებ ძალიან დიდი ინფორმაცია" - სალომე ზურაბიშვილი
- "თავდახრილები და დაჩოქილები კი არ ვეხვეწებით ვიღაცას რაღაცას, არამედ თამამად, შესაბამისი ტონით ვეუბნებით, რომ მართლები ვართ"