„ნამახვანჰესის“ პროექტის დირექტორი: კითხვები თუ არის გარემოს დაცვაზე, სეისმოლოგიაზე, სოციალურ პაკეტზე, ეს არის ჩვენთან და არა სახელმწიფოსთან
„ნამახვანჰესის“ პროექტის აღმასრულებელი დირექტორი მერაბ ლომინაძე ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეების აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორ ვარლამ გოლეთიანს საჯარო დიალოგზე იწვევს.
„თუ ეს არის კითხვები, რომელიც ეხება გარემოს დაცვას, სეისმოლოგიას, სოციალურ პაკეტს, ამ შემთხვევაში, პირდაპირ გეუბნებით, რომ ეს არის კითხვები ჩვენთან და არა სახელმწიფოსთან. მაგრამ, მათ დღის წესრიგში თუ არის პოლიტიკური ელფერის შემოტანა ამ პროცესებში, მაშინ ჩვენ ვერაფერს ვიზამთ.
ეს ხსნის იმ გარემოებას, თუ რატომ არ უნდა ვარლამ გოლეთიანსა და მის გარემოცვას, დაგვისხდნენ ჩვენ და გავიაროთ ყველა ტექნიკური დეტალი“, – განაცხადა მერაბ ლომინაძემ.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა