როგორ დაუბრუნდა ისრაელი ნორმალურ ცხოვრებას
ისრაელმა ნორმალური ცხოვრებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. მასობრივი ვაქცინაციის წყალობით, ქვეყნის მასშტაბით, ღია სივრცეებში ნიღბის ტარება სავალდებულო აღარ არის.
ისრაელის მოსახლეობის 16 წელზე უფროსი ასაკის 81%-მდე სრულად არის აცრილი „ფაიზერ/ბიონტექის“ ვაქცინით. შესაბამისად, ქვეყანაში ინფექციის გავრცელება და ჰოსპიტალიზაცია მკვეთრად შემცირდა.
თუმცა, კვლავ შეზღუდული რჩება მოგზაურობა უცხოელებისთვის. ისრაელის იმ მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთიდან აცრის გარეშე ბრუნდებიან, თვითიზოლაცია მოეთხოვებათ.
„ახლა მსოფლიოში წამყვან პოზიციაზე ვართ, როცა საქმე კორონავირუსთან გამკლავებას ეხება, მაგრამ მას შეუძლია კვლავ დაბრუნდეს,“ - აცხადებს ისრაელის პრემიერ-მნისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ.
საზღვარგარეთიდან შესულმა ვირუსის ახალმა ვარიანტებმა, შესაძლოა სარისკო ვითარება შექმნას. ჯანდაცვის უწყების ცოდნით, ქვეყანაში უკვე დაფიქსირდა, ვირუსის იმ ახალი ვარიანტის 7 შემთხვევა, რომელიც თავდაპირველად ინდოეთში გამოვლინდა.
ქვეყანაში სრულად გაუქმდა საპოლიციო ზედამხედველობით უზრუნველყოფილი სავალდებულო ბრძანება ნიღბის ტარების შესახებ, რომელიც ერთი წლის წინ ამოქმედდა. ნიღბის ტარება კვლავ აუცილებელია დახურულ საჯარო სივრცეებში.
„თავისუფლად სუნთქვა“ - ეს სიტყვები იყო დაბეჭდილი ადგილობრივი ერთ-ერთი ყველაზე მაღალტირაჟიანი გაზეთის მთავარ გვერდზე.
FirstNews.ge ისრაელში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტს ნატა გოლეთიანს დაუკავშირდა, რომელიც უფრო დეტალურად გვიყვება თუ რა ვითარებაა ქვეყნაში.
„ყველა დაწესებულება ჩაკეტილი იყო, გარდა საავადმყოფოებისა და სუპერმარკეტებისა. ასაკობრივი სხვაობებით ჯერ ხანდაზმულებში, შემდეგ 45 წლის ზევით და შემდეგ 45 წლის ქვევით ჩატარდა ვაქცინაცია, ორჯერადი - ორკვირიანი შუალედით.
წელიწადნახევრის განმავლობაში ყველგან ნიღბით დავდიოდით. ინფიცირების სტატისტიკურად კლების შემდეგ მხოლოდ მაღაზიები გაიღო. დღესდღეობით, ქვეყანაში მოსახლეობის 70-80 % აცრილია.
პირველად ექიმები და პედაგოგები აიცრნენ, შემდეგ შერეული საზოგადოება. გაიხსნა ბაღები და სკოლები. 10 დღეა რაც გაიხსნა კაფე რესტორნები, თუმცა ხალხმრავალ ადგილებში ნიღბები აუცილებელი რჩება. უკვე რამდენიმე დღეა, რაც ღია სივრცეში ნიღბის ტარების ვალდებულებაც მოიხსნა,“- აცხადებს ემიგრანტი.
მისი თქმით, ვაქცინაციის შემდეგ გაიცა კოვიდპასპორტი, სადაც აღნიშნულია მონაცემები და უცხო ქვეყანაში გადაადგილებისთვის აუცილებელი პირობა. ძირითადად, ფრენები დაშვებულია მწვანე ქვეყნებში.
„რა თქმა უნდა, დაავადებულთა რაოდენობა შემცირდა. მოსახლეობა „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრა,“- აცხადებს ნატა გოლეთიანი.
სიახლეები
- ქუთაისის სპორტის სასახლეში მოსწავლე მოკრივეთა შორის საქართველოს ჩემპიონატი გაიხსნა
- "ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თურქეთში პუტინთან შეხვედრა შედგეს, ვინაიდან, მხოლოდ მასთან უნდა შევთანხმდე ცეცხლის შეწყვეტაზე, მხოლოდ ის წყვეტს ამას"
- "გამოუშვით ეს ადამიანები! ამ ნაბიჯის გადადგმა არ იქნება სისუსტის გამოვლინება"- გიორგი კვირიკაშვილი დაკავებულ მომიტინგეებზე
- "ფარცხალაძის რუსეთში ყოფნა ნიშნავს, რომ რუსეთში გადავიდა საქართველოს შესახებ ძალიან დიდი ინფორმაცია" - სალომე ზურაბიშვილი
- "თავდახრილები და დაჩოქილები კი არ ვეხვეწებით ვიღაცას რაღაცას, არამედ თამამად, შესაბამისი ტონით ვეუბნებით, რომ მართლები ვართ"