მსოფლიო წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს
8 მაისს წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საერთაშორისო ორგანიზაციებს დაარსების დღე მიულოცა.
"საუკუნენახევარზე მეტია ყველაზე აღიარებული ჰუმანიტარული ორგანიზაციის საქმიანობა უცვლელ პრინციპებს - ჰუმანურობასა და მიუკერძოებლობას ეფუძნება. მისი თანამშრომლები, მოხალისეები და მხარდამჭერები პირველები მიდიან ადამიანების დასახმარებლად ყველაზე რთულ მომენტებში, ყველაზე ცხელ წერტილებში.
საქართველოში წითელი ჯვრის საზოგადოება ჯერ კიდევ პირველი რესპუბლიკის პერიოდში, 1918 წელს დაარსდა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ორგანიზაციას უნიკალური წვლილი შეაქვს ქვეყანაში არსებული გამოწვევებისა და კრიზისების გადაჭრაში. განსაკუთრებით მსურს აღვნიშნო წითელი ჯვრის როლი შეიარაღებული მოქმედებებისას უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებისა და ნეშტების ოჯახებისთვის გადაცემის საკითხში, რომელსაც იგი სახელმწიფო კომისიასთან აქტიური თანამშრომლობით ახორციელებს", - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვაში. პრემიერ-მინისტრმა საქართველოს მთავრობის სახელით, მადლობა გადაუხადა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების თითოეულ თანამშრომელსა და მოხალისეს მათი ფასდაუდებელი შრომისათვის.
სიახლეები
- „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორი ელისო კილაძე დააკავეს
- ინდური, არაბული და მექსიკური კვების ობიექტები – სეს-მა კვების 7 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა
- ჟენევაში ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები დაიწყო
- საქართველოს წყვილმა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
- ,,დღეს უფრო თვალსაჩინოა, რომ შანტაჟი, რომელიც მომდინარეობს გარე ძალებისგან მათ მიერ მართული შიდა აქტორების გამოყენებით, ემსახურება საქართველოსა და რეგიონში პროცესების ესკალაციას"- მიხეილ ყაველაშვილი