ილონ მასკის 10 რჩევა წარმატების მისაღწევად
გამოცემა Forbes-მა ამერიკელი ბიზნესმენის, SpaceX-ის გენერალურმა დირექტორისა და ფილანთროპის, ილონ მასკის გამონათქვამები ერთ სტატიაში გააერთიანა.
ბიზნესმენი მკითხველს საკუთარი წარმატების საიდუმლოს უზიარებს.
მისი რჩევები, შესაძლოა, თქვენთვისაც ინსპირაციის წყარო გახდეს.
- ”მნიშვნელოვანია, რომ ინსპირაციული და მიმზიდველი მომავალი შევიქმნათ. უნდა არსებობდეს მიზეზები, რის გამოც დილით ავდგებით და ცხოვრების სურვილი გაგვიჩნდება".
- ”რთული პრობლემების გადასაჭრელად მრავალი ადამიანის დაქირავება შეცდომაა. რაოდენობა არასოდეს გაუტოლდება ნიჭს. (ორი არაფრის მცოდნე ადამიანი, არაფრით სჯობს ერთ უცოდინარს) ეს მხოლოდ პროცესს გააჭიანურებს და ამოცანას წარმოუდგენლად ძვირს გახდის".
- "ბიზნესის წამოწყება და განვითარება უფრო მეტად ინოვაციურობაზე, დრაივსა და მისი შემქმნელის პრინციპულობაზეა დამოკიდებული, ვიდრე იმ პროდუქტზე რასაც ის ყიდის".
- ”თუ თქვენ კომპანიის თანადამფუძნებელი ან აღმასრულებელი დირექტორი ხართ, ნებისმიერი დავალება უნდა შეასრულოთ. თუ თქვენს პასუხისმგებლობას კარგად არ შეასრულებთ, კომპანია წარმატებული ვერ იქნება. შავი სამუშაოს შესრულება ზედმეტი არასოდეს არის".
- ”კომპანია - ეს არის ჯგუფი, რომელიც პროდუქტის ან მომსახურების შესაქმნელად შეიქმნა, რაც უფრო კარგი და ამ საქმით დაინტერესებული ხალხია მასში, მით უფრო უკეთესია კომპანიაც".
- ”განუწყვეტლივი მცდელობით, უბრალოდ ვცდილობდი რაც შეიძლება ბევრი მესწავლა”.
- "თუ რამე ძალიან მნიშვნელოვანია, ის მაშინაც უნდა გააკეთო, თუ წარმატების შანსი ძალიან მცირეა”.
- ”ნაკლები დრო დახარჯეთ ფინანსებზე, ნაკლები დრო კონფერენციებზე, ნაკლები დრო PowerPoint-ზე და გაცილებით მეტი დრო იმის მცდელობაზე, რომ თქვენი გამოგონებები რაც შეიძლება წარმოუდგენელი გახადოთ".
- "საქმის მიმართ ძალიან მკაცრი უნდა იყოთ, ეძებეთ ნებისმიერი შეცდომა და გამოასწოროთ ის. ეძებეთ ნეგატიური შეფასებები, განსაკუთრებით კი თქვენი მეგობრებისგან”.
- "ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული არჩევანი 2008 წელს გავაკეთე. მაშინ დაახლოებით 30-40 მილიონი დოლარი მქონდა. ასეთი არჩევანის წინაშე ვიყავი - მთელი ფული ჩამედო ერთ კომპანიაში, მაგრამ მეორე კომპანია გარანტირებულად დაიხურებოდა. ან ფული გამეყო, მაგრამ ამ შემთხვევაში შესაძლოა ორივე მათგანი დახურულიყო. როდესაც რაღაცას ქმნი, მასში სისხლს, ოფლს და ცრემლს დებ, მას ისე უნდა მოექცე, როგორც ბავშვს. ეს არჩევანი იმას ჰგავდა, რომ ორი შვილიდან ერთი აგერჩია. მე ამის გაკეთება უბრალოდ არ შემეძლო".
სიახლეები
- დაჭერა, ჩხრეკა, მილიონების ჩამორთმევა - "ოცნება" ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ
- “ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ევროკავშირის ობიექტურ ინტერესებშია საქართველოში რევოლუციების მხარდაჭერა, მაგრამ არსებობენ ძალები, რომლებიც, უარყოფითად მოქმედებენ ევროპულ ბიუროკრატიაში გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე” - ირაკლი კობახიძე
- “ჩვენ გვინდა მშვიდობის შენარჩუნება, ეს ჩვენი საზოგადოების მოთხოვნაა და ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ ქართული საზოგადოების წინაშე” - ირაკლი კობახიძე
- “არა მხოლოდ საქართველოს მთავრობა, არამედ ქართველი ხალხიც მკვეთრად პროდასავლურია” - პრემიერი
- “რა თქვა რეალურად სუს-ის უფროსმა, მამუკა მდინარაძემ და როგორ შეცვალეს ინტერვიუს შინაარსი დეზინფორმაციის გასავრცელებლად ჯინ შაჰინმა და მისმა რამდენიმე კოლეგამ” - რამდენიმე სენატორისა და კონგრესმენის ტყუილზე დაფუძნებული წერილი