ნინოწმინდის პანსიონში ძალადობის მუხლებით არაერთი საქმეა აღძრული - ნინო ლომჯარია
საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას თქმით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ბენეფიციარების მიმართ სავარაუდო ძალადობასთან დაკავშირებით ბოლო წლების განმავლობაში არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
როგორც ომბუდსმენი განმარტავს, გამოძიებები მას შემდეგ დაიწყო, რაც ბენეფიციარებმა, რომლებმაც პანსიონი დატოვეს, სამართალდამცველებს მიმართეს.
"ბოლო წლების განმავლობაში არის არაერთი გამოძიება დაწყებული ძალადობის მუხლების საფუძველზე, ეს არის საკმაოდ მძიმე მუხლები ამ პანსიონის ბენეფიციარების მიმართ [სავარაუდო ძალადობაზე]. ასევე, ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ეს გამოძიებები დაიწყო მას შემდეგ, რაც ბენეფიციარებმა დატოვეს დაწესებულება და შემდგომ მიმართეს უკვე სამართალდამცველებს. ეს კიდევ არის დასტური იმისა, რომ იქ ყოფნის პერიოდში ბავშვებს არ აქვთ არანაირი საშუალება, რომ სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე შეატყობინონ შესაბამის უწყებებს, ვინაიდან არიან სრულიად იზოლირებულები", - თქვა ნინო ლომჯარიამ.
სიახლეები
- 10 ავტორი და ნაწარმოები, რომლებსაც ქართველები 2025 წელს კითხულობდნენ
- "ივანიშვილმა იყიდა რუსეთში სახლები და ემზადება გასაქცევად, მაგრამ კრემლი ისეთ რაღაცებს სთხოვს, რისი მიცემაც ამ ეტაპზე არ შეუძლია" - მიხეილ სააკაშვილი
- სუს-ი სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს
- გრიგოლ ლილუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია