დაადგინონ, დაადონ დამნაშავეს ხელი და დასაჯონ - მეუფე ნიკოლოზი
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზის განცხადებით, როდესაც დღეს საუბარია, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში შესაძლო გაუპატიურების ფაქტები მოხდა, ეს დაღს დაასვამს იქ მყოფ ბავშვებს, რომლებიც გარკვეული დროის შემდეგ ამ დაწესებულებას დატოვებენ.
"მე მაინტერესებს, რას ფიქრობს ომბუდსმენი, ეს არ არის ბავშვთა უფლებების დარღვევა? როდესაც შესაძლო გაუპატიურებაზე ვსაუბრობთ, იქიდან რომ გამოვლენ ის ბავშვები, დაღდასმულები იქნებიან... იმის გამო, რომ შესაძლო გაუპატიურების მცდელობის დაწესებულებაში იზრდებოდნენ, ამ ბავშვებს არ უნდა გავუფრთხილდეთ?
თუკი 2016 წლიდან თუ ეჭვია, რომ ამ პანსიონში ვინმე გააუპატიურეს, 2021 წლამდე ამისთანა რა გამოძიება მიმდინარეობს. დაადგინონ, დაადონ დამნაშავეს ხელი და დასაჯონ, რაც სახელმწიფო პირდაპირი ვალდებულებაა," - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა "რუსთავი 2-ის" ეთერში.
სიახლეები
- 10 ავტორი და ნაწარმოები, რომლებსაც ქართველები 2025 წელს კითხულობდნენ
- "ივანიშვილმა იყიდა რუსეთში სახლები და ემზადება გასაქცევად, მაგრამ კრემლი ისეთ რაღაცებს სთხოვს, რისი მიცემაც ამ ეტაპზე არ შეუძლია" - მიხეილ სააკაშვილი
- სუს-ი სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს
- გრიგოლ ლილუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია