„ქართული ხმების“ სოლისტი ზურაბ ბაკურაძე გარდაიცვალა
„ქართული ხმების“ სოლისტი ზურაბ ბაკურაძე უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. მისი ცხედარი სამაშველო სამსახურმა ცოტა ხნის წინ ხევიდან ამოიყვანა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, სამაშველო ჯგუფი ადგილზე შეტყობინებიდან მალევე მივიდა.
„მაშველების მიერ ხევიდან ამოყვანილია პირი, რომლის გარდაცვალების ფაქტი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მხრიდან დაფიქსირდა“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
უბედური შემთხვევა რაჭაში მოხდა. სოფელ შქმერში გზა ჩავარდა, რა დროსაც ის ხევში გადავარდა.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა