"სამწუხაროდ მივიღეთ ძალიან ცუდი რეალობა" - ქუთაისში მდუმარე აქცია გაიმართა
დღეს, ქუთაისში მესხიშვილის თეატრის წინ, მდუმარე აქცია გაიმართა. მედიის წარმომადგენლებმა მწუხარება გამოხატეს ტვ პირველის ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების გამო.
"ჩვენ შეგნებულად, მდუმარე დავარქვით ამ აქციას. ძალიან დიდია ჩვენი მწუხარება, ჩვენ არაერთგზის მოვუწოდეთ, ვთხოვეთ ხელისუფლებას, ყოფილიყვნენ მეტად ყურადღებიანები, გაეტარებინათ პრევენციული ღონისძიებები იმისთვის, რომ ქვეყანაში დაეგმოთ ძალადობა და არ ყოფილიყო წახალისებული იგი, ცალკეული ჯგუფების მხრიდან, თუმცა სამწუხაროდ მივიღეთ ძალიან ცუდი რეალობა. არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა დადგინდება საბოლოო მიზეზი, თვითმკვლელობა თუ რამე სხვა. ჩვენ მივიღეთ მოცემულობა, რომ 5 ივლისს 50-ზე მეტი მედიის წარმომადგენელი დაზარალდა.
ყველაზე დიდი პროტესტი სწორედაც, რომ დუმილია. ჩვენ მაინც ვამბობთ სათქმელს, ამ შემთხვევაში მიკროფონთან. ვფიქრობ, რომ საზოგადოებისა და მედიის დაპირისპირება ამ ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს. ჩვენ შემოგვიერთდნენ სხვადასხვა ორგანიზაციები და მივესალმები,"- განაცხადა FirstNews.ge- თან საუბარში "მეგა ტვ"-ის მენეჯერმა ნანა თოშხუამ.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ლაშქარავა 5 ივლისს, ორგანიზაცია "სირცხვილიას" ოფისში, "თბილისი პრაიდის"მოწინააღმდეგეებმა სასტიკად სცემეს. მას ოპერაციაც გაუკეთდა. "ტვ პირველის" ოპერატორი დილით, დედამ სახლში გარდაცვლილი იპოვა.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან