ტემპერატურა 41 გრადუსს მიაღწევს - ამინდის პროგნოზი
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში სინოპტიკოსები ცხელ და უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. 20-21 ივლისს საშუალო ტემპერატურა 38-41 გრადუსი დაფიქსირდება. 22 ივლისს კი ჰაერის ტემპერატურა მცირედით დაიკლებს და 35 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმაც.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან ნაწილში ტემპერატურა 32-38 გრადუსი დაფიქსირდება. 22 ივლისიდან კი 29-30 გრადუსამდე დაიკლებს. ვარაუდობენ მცირე ნალექსაც.
დასავლეთ საქართველოში აღმოსავლეთის მსგავსად ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი 20-21 ივლისს. საშუალო ტემპერატურა 38-40 გრადუსია მოსალოდნელი. 22 ივლისს კი დასავლეთ საქართველოს ბარში ტემპერატურა 32-35 გრადუსამდე დაიკლებს. შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა.
მთაში 20-21 ივლისს 34-36 გრადუსს ელოდებიან. 22 ივლისს კი შესაძლოა გაწვიმდეს, ტემპერატურა კი 26-30 გრადუსამდე დაიკლებს.
დედაქალაქ თბილისში 20 ივნისს 40 გრადუსია ნავარაუდევი, 21 ივნისს კი 39 გრადუსი. 22 ივლისს იწვიმებს, ტემპერატურა კი 35 გრადუსამდე დაიკლებს.
სიახლეები
- მთავრობა თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების გადაწყვეტილებას ცვლის
- პროკურატურამ ნიკა მელიას ახალი ბრალდება წარუდგინა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 10 თებერვლისთვის
- "სერიოზული პრობლემების წინაშე დგას დღეს ევროკავშირი, მათ შორის მიგრაციის კუთხით" - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში, ერთ-ერთი კლინიკის ექიმმა, სავარაუდოდ, საავადმყოფოს დირექტორთან კონფლიქტის შემდეგ, თვითდაზიანება მიიყენა