ამობრძანდით სვანეთში, დაიბრუნეთ თქვენი ქონება - თეა წულუკიანი ემა გოგოხიას
თეა წულუკიანი ემა გოგოხიას მიკროფონის დასაბრუნებლად სვანეთში ეპატიჟება. მან ჟურნალისტებთან საუბრისასა თქვა, რომ დააბრუნებს მიკროფონს ან ამ ორი დღის განმავლობაში, ან როცა გოგოხია მას შეხვდება ან 3 ოქტომბერს, როდესაც ოპოზიციური "მავნებლური" ძალა დამარცხდება. ამ შეთხვევაში, წულუკიანის თქმით, ის თავად მიუტანს გოგოხიას მიკროფონს.
"ძალიან ბევრი მეკითხებით, როდის დაუბრუნდება ქალბატონ ემას თავისი მიკროფონი. ქალბატონი ემა თავისი სიცრუის მანქანა ტელეარხიდან ფარავს სამეგრელო ზემო სვანეთს, მაგრამ ფაქტია, თქვენ ყველანი ამოხვედით ხალდეში, თავისუფლებისთვის ბრძოლის ადგილას და ქალბატონი ემა აქ არ არის. სად არის ქალბატონი ემა? ამობრძანდეს, მე ჯერ კიდევ სვანეთში ვარ და თუ ამოვა ამ ხეობაში, მე მას ამ მიკროფონს დავუბრუნებ, თუ არადა, დაიცადოს იმ მომენტამდე, როდესაც მას შევხვდები. თუ არადა, სამი ოქტომბერიც დადგება, როდესაც ის და თავისი მავნებლური პოლიტიკური ძალა მწარედ დამარცხდებიან არჩევნებში. ბურთი მის მოედანზეა. ამობრძანდეს სვანეთში, წაიღოს თავისი მიკროფონი. თუ არადა, მოვიდეს როცა უნდა და თუ აქვს მოსასვლელი პირი, ჩამხედოს თვალებში. როდესაც ჟურნალისტს უჩნდება მისნაირად სურვილი, რომ ითამაშოს პოლიტიკა, პოლიტიკური თამაში ასეთი ვიცი მე. თუ უნდა იყოს ჟურნალისტი, იყოს ჟურნალისტი და ნუ შეუვარდება ადამიანებს კერძო საკუთრებაში, ნუ შემოვარდება სენაკის თეატრში გახსნის ჩასაშლელად. მედიასთან ვიცი მე პოლიტიკოსის და ჟურნალისტის თანამშრომლობა და როცა ჟურნალისტი გადადის პოლიტიკაში, იქ მე პოლიტიკურად ასეთ თამაშს ვაწარმოებ. ქალბატონო ევა, კი არადა ემა, დღეს-ხვალ ვარ სვანეთში და მობრძანდით თუ გაქვთ ამოსასვლელი პირი, თუ არადა მობრძანდით სხვაგან, სადაც ვიქნები და დაიბრუნეთ ქონება, თუ არადა დაელოდეთ თქვენს მორიგ მწარე მარცხს და მაშინ მე თვითონ მოვალ, დაგიბრუნებთ ამ მიკროფონს და გეტყვით, რომ თქვენ დამარცხდით", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 დეკემბრისთვის
- "გაზსა და დენზე ტარიფებს გლობალური ფასებიც განაპირობებს - ორშაბათს „სემეკი“ მიიღებს გადაწყვეტილებას" - ირაკლი კობახიძე
- 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით სუს-მა ბაჩო ახალაია დააკავა
- 10 ავტორი და ნაწარმოები, რომლებსაც ქართველები 2025 წელს კითხულობდნენ
- "ივანიშვილმა იყიდა რუსეთში სახლები და ემზადება გასაქცევად, მაგრამ კრემლი ისეთ რაღაცებს სთხოვს, რისი მიცემაც ამ ეტაპზე არ შეუძლია" - მიხეილ სააკაშვილი