აშშ მოქალაქეებს ურჩევს, საქართველოში არ იმოგზაურონ
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა (CDC) საქართველოსთვის მე-4 დონის სამოგზაურო ცნობა გამოსცა, რაც ნიშნავს რომ ქვეყანაში COVID-19-ის გავრცელების ძალიან მაღალი დონეა.
განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საკონსულო საქმეთა ბიურო ავრცელებს.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკის მოქალაქეებს აფრთხილებს, არ იმოგზაურონ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში აღნიშნულ ტერიტორიებზე დანაშაულის ჩადენის, სამოქალაქო არეულობისა და ნაღმების არსებობის რისკის გამო.
"რუსეთის ჯარები და მესაზღვრეები როგორც სამხრეთ ოსეთის, ასევე აფხაზეთის ოკუპაციას ახდენენ. ძნელია ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების ზუსტი განლაგების განსაზღვრა. ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა გამოიწვევს თქვენს დაკავებას, დაპატიმრებას და/ან დაჯარიმებას. აღნიშნულ ტერიტორიებზე ძალადობრივი თავდასხმები და კრიმინალური ინციდენტები ხდება. ნაღმები საფრთხეს უქმნის მოგზაურებს ორივე ტერიტორიის სასაზღვრო ხაზებთან ახლოს. აშშ-ის მთავრობა ვერ ახერხებს საგანგებო მომსახურების გაწევას აშშ-ის მოქალაქეებისთვის, რომლებიც მოგზაურობენ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, ვინაიდან აშშ-ის მთავრობის თანამშრომლებისთვის იქ მოგზაურობა აკრძალულია“, - აღნიშნულია განცხადებაში.
სიახლეები
- გორის სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმებმა, 50 წლამდე მამაკაცის სიცოცხლე გადაარჩინეს
- რუსეთში „მტრის დრონებთან“ საბრძოლველად რეზერვისტებს აგროვებენ
- ტენერიფეს კუნძულზე ძლიერი შტორმის შედეგად ტურისტები დაიღუპნენ
- 2025 წლის 9 თვეში ავტოსაგზაო შემთხვევებს 345 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
- “ევროპა აღარ მალავს, რომ რუსეთის აგრესიის საფრთხე რეალურია, უკრაინის შეიარაღებული ძალები საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია, იარაღის მიწოდება საკმაოდ პრობლემატური გახდა” – ვოლსკი