საქართველოში 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრე 5.1 მაგნიტუდას შეადგენდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელი სამება იყო.
მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 05:44 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრა მოხდა სოფელ სამებასთან 05:51 საათზეც, რომელიც სიმძლავრეც 3.2 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა.
რამდენიმე საათით ადრე კი, ასევე სოფელ სამებასთან, ორი მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 3.7 და 4.1 მაგნიტუდა იყო.
სულ ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 მიწისძვრა დაფიქსირდა.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან