როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 22 - 24 აგვისტოს საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს.
ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +17, +32გრადუსია მოსალოდნელი.
22 აგვისტოდან დასავლეთ საქართველოში გაწვიმდება და შედარებით აგრილდება. 22-დან 24 აგვისტოს ჩათვლით ხანმოკლე წვიმების ტენდენცია შენარჩუნდება, ჰაერის ტემპერატურა +16, +32 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოში 22 აგვისტოს მაღალი ტემპერატურის ფონზე (+18, +36გრადუსი) ზოგან იწვიმებს, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
23-24 აგვისტოს აღმოსავლეთის უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ჰაერის მინიმალური ტემპერატურა იქნება +16 გრადუსი, ხოლო მაქსიმალური მაჩვენებელი +36 გრადუსს მიაღწევს.
თბილისში 22-23 აგვისტო უნალექოდ ჩაივლის, 24 აგვისტოს შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს.
ჰაერის ტემპერატურა +20, +34 გრადუსი დაფიქსირდება.
სიახლეები
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "საქართველოში ევროკავშირისადმი ნდობა შემცირებულია და 49% შეადგენს" - „ევრობარომეტრი“
- "საქართველო დღეს დემოგრაფიული კრიზისის წინაშეა" - ელეონორა არჩაია
- "ძალადობა, ვანდალიზმი, თავდასხმა სამართალდამცველებსა და საჯარო ინსტიტუტებზე სცდება მშვიდობიანი პროტესტის ნებისმიერი განმარტების ზღვარს"
- "მელიამ პოლიციას თავი დააჭერინა და უნდათ სხვაზე გადაიტანონ" - მამუკა მდინარაძე