ლატარია, ფულადი ჯილდოები... - რა იგეგმება ვაქცინირებულებისთვის
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ვაქცინირებული ადამიანები ფულადი ჯილდოთი წახალისდებიან.
გამყრელიძის თქმით, დეტალების შესახებ პირველ სექტემბერს გახდება ცნობილი.
"ფინანსთა სამინისტრომ მოახსენა, რომ 1-ელ სექტემბერს გაკეთდება განცხადება, როდიდან დაიწყება ე.წ. პერმანენტული ლატარიის გათამაშება, რათა წახალისებული იყოს ადამიანი გარკვეული ფულადი ჯილდოებით. შედგენილია სქემაც, ყველაფერი. ჩვენს ბაზებთან ექნება ლატარიის კომპანიას კავშირი, რათა იდენტიფიცირებული იყვნენ ერთხელ ან ორჯერ აცრილი ადამიანები და შესაბამისად, მოხდება გათამაშებები. სექტემბრის დასაწყისში ამის შესახებ ოფიციალური განცხადება გაკეთდება, ფინანსთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს ლატარიის კომპანიასთან", -განაცხადა გამყრელიძემ.
სიახლეები
- ბანანის ჩიზქეიქი
- “ბიძინამ „გეგმა ბ“ აამუშავა და ეს არის სისტემური ოპოზიციის შექმნა „ლელო“/გახარიას სახით - მერე საპარლამენტოსაც დანიშნავს და საკონსტიტუციოს აიღებს” - ანა წითლიძე
- გერმანიაში სამგზავრო მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა, რასაც 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
- კიევზე დრონებით შეტევა იყო, არიან დაჭრილები
- “ყველა იმ სამხედრომ, ვინც კი გაბედა და 2008 წელი სხვანაირად შეაფასა, ან მის შედეგებთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა, ყველა ან წამების მსხვერპლი გახდა, ან დაქვეითების, ან საუკეთესო შემთხვევაში ჯარიდან დათხოვნის” – წულუკიანი