ტვინის ზოგიერთი ფუნქცია ასაკთან ერთად უმჯობესდება - მეცნიერები
ჯორჯთაუნის სამედიცინო ცენტრის მეცნიერებმა განაცხადეს, რომ 50 წლის შემდეგ ტვინის ზოგიერთი ფუნქცია გაუმჯობესებას იწყებს.
მეცნიერთა თქმით მათ შორის არის ინფორმაციის დამუშავებისა და კონცენტრაციის უნარი.
კვლევის დროს მეცნიერებმა 58-დან 98 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის 702 მონაწილის მონაცემები შეისწავლეს. მეცნიერთა თქმით, ამ პერიოდში ადამიანების შემეცნებითი შესაძლებლობები ყველაზე მეტად იცვლება.
კვლევით დადგინდა, რომ ასაკის მატებასთან ერთად ასევე უმჯობესდება გადაწყვეტილების მიღებაის, მეხსიერებისა და თვითკონტროლის უნარი.
”ზოგიერთი უნარი ასაკთან ერთად უმჯობესდება, ალბათ იმიტომ, რომ ჩვენ ბევრს ვვარჯიშობთ ამ უნარებზე მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში”, - განაცხადა ნეირომეცნიერმა მაიკლ ულმანმა.
კვლევა განსაკუთრებით აქტუალურია, ვინაიდან მსოფლიოს მოსახლეობაში ასაკოვანი ადამიანების წილი მუდმივად იზრდება. 2035 წლისთვის მოსალოდნელია, რომ მხოლოდ შეერთებულ შტატებში 65 წელს გადაცილებული 77 მილიონი ადამიანი იქნება.
კვლევის ავტორების აზრით, მათმა შედეგებმა შეიძლება ხელი შეუწყოს სპეციალური პროგრამების შემუშავებას, რაც ხელს შეუწყობს დემენციისა და კოგნიტური დაქვეითების სხვა ფორმების პრევენციას.
სიახლეები
- გორის სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმებმა, 50 წლამდე მამაკაცის სიცოცხლე გადაარჩინეს
- რუსეთში „მტრის დრონებთან“ საბრძოლველად რეზერვისტებს აგროვებენ
- ტენერიფეს კუნძულზე ძლიერი შტორმის შედეგად ტურისტები დაიღუპნენ
- 2025 წლის 9 თვეში ავტოსაგზაო შემთხვევებს 345 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
- “ევროპა აღარ მალავს, რომ რუსეთის აგრესიის საფრთხე რეალურია, უკრაინის შეიარაღებული ძალები საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია, იარაღის მიწოდება საკმაოდ პრობლემატური გახდა” – ვოლსკი