როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10 სექტემბრამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, შესაძლებელია ელჭექი, ზოგან სეტყვა.
სააგენტოს ცნობით, ჰაერის ტემპერატურა 6-7 სექტემბერს +22, +27 გრადუსია მოსალოდნელი. 8 სექტემბერს აღმოსავლეთ საქართველოში მოიღრუბლება, იწვიმებს და აგრილდება. ტემპერატურა დღის საათებში +18, +23 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო 9 სექტემბერს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოშიც +24, +29 გრადუსამდე დათბება.
რაც შეეხება დედაქალაქს, სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში 6-7 სექტემბერს სითბოს ფონზე (+26, +28 გრადუსი) ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. 8 სექტემბერს გრილი, ღრუბლიანი და წვიმიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +20, +22 გრადუსამდე დაიკლებს, 9 სექტემბერს კი ისევ გამოიდარებს და დათბება.
სიახლეები
- "არანაირ პოსტ რევოლუციურ არეულობას ადგილი არ ექნება" - მიხეილ სააკაშვილი
- ძილი და წონაში დაკლება: 6 საუკეთესო სასმელი ღამით წონის დასაკლებად
- "მაქსიმალურად მკაცრები ვიქნებით კანონის აღსრულების კუთხით ნებისმიერი ფორმის ექსტრემიზმის მიმართ, ეს საჭიროა, რათა საზოგადოება და ქვეყანა სწორად განვითარდეს "
- "ვლადიმერ პუტინმა იმედი გამიცრუა" - დონალდ ტრამპი
- ცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს მიმართავს