რამდენი ხნით გახანგრძლივდება ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ჯერჯერობით უცნობია გახანგრძლივდება თუ არა ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვა. როგორც გაბუნია ამბობს, გადაწყვეტილება ეპიდვითარებაზე იქნება დამოკიდებული.
მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე, ტენდენცია პოზიტიური და იმედისმომცემია იმისთვის, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა აღდგეს.
"რამდენად დაგვჭირდება სატრანსპორტო შეზღუდვის კიდევ მეტად გახანგრძლივება, ამაზე ეპიდემიური სურათის ანალიზი გაგვცემს პასუხს. ჯერჯერობით ტენდენცია საკმაოდ პოზიტიურია და პროგნოზულად იმედისმომცემია სიტუაცია, იმისთვის, რომ გარკვეულწილად ვისაუბროთ, როგორც სატრანსპორტო საშუალებების აღდგენაზე, ასევე რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმ დაბებში, სოფლებსა და ქალაქებში, სადაც დადებითობის მაჩვენებელი იქნება 4%-ზე ნაკლები, მალევე აღდგეს სკოლებში ადგილებზე სწავლება, თუმცა ჯერჯერობით ამ შეზღუდვების რეჟიმში ვართ, უნდა დავაკვირდეთ",- განაცხადა თამარ გაბუნიამ.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან