ამ გვერდის ამობედვა

როგორია "მთავარი არხის" ოპერატორის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ტელეკომპანია „მთავარის“ ოპერატორი, რომელიც ქარელში, „ქართული ოცნების“ შტაბში მომხდარი ინციდენტის დროს დაშავდა, ამ დრომდე თბილისში, კლინიკა "ნიუ-ჰოსპიტალში" იმყოფება.

კლინიკის ექიმის ინფორმაციით, პაციენტისთვის ჩატარებული მენჯ-ბარძაყის კვლევით, ბარძაყის ძვლის ციბრუტის ხაზოვან მოტეხილობაზეა ეჭვი, რის გამოც მას დამატებითი კვლევები უტარდება.

 

„26 წლის მამაკაცია შემოყვანილია, სხეულის მრავლობითი დაზიანებით. პაციენტი შემოყვანისას არის კონტაქტური, ადეკვატური. აღენიშნება ექსკორეაციები, ტკივილი, მენჯ-ბარძაყის კვლევით, მარცხენა ბარძაყის ძვლის ციბრუტის ხაზოვან მოტეხილობაზე არის საეჭვო რენდგენოლოგიური სურათი, რის გამოც პაციენტი გადაყვანილია დამატებით რენდგენოლოგიურ კვლევებზე. ასევე ჩატარდება გულ-მკერდის კომპიუტერული კვლევა“, - განაცხადა ექიმმა.

 

შეგახსენებთ, რომ „მთავარი არხის“ ინფორმაციით, მათი ოპერატორი ქარელში მდებარე „ქართული ოცნების“ ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს.

 

აღნიშნულს უარყოფენ პარტიაში და აცხადებენ, რომ „ოპერატორი უკანა სვლით ტოვებდა ტერიტორიას, რა დროსაც კიბის ბაქანზე მოაჯირს წამოედო და გადავარდა“.

წაკითხვა 222 ჯერ

სიახლეები