ვერაზე დაჭრილი ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა
ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე დაჭრილი ახალგაზრდა დღეს დილით გარდაიცვალა.
ინფორმაცია სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში დაადასტურეს.
ექიმ ნიკოლოზ კვაჭაძის განცხადებით, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობების გამო, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
„კლინიკაში მოყვანილი იყო ახალგაზრდა ბიჭი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით, სხეულის სხვადასხვა ნაწილზე. ჩაუტარდა გადაუდებელი ქირურგიული დახმარება, მკურნალობაც, მაგრამ ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობების გამო, დღეს, დილის 05:00 საათზე დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი", - განაცხადა ექიმმა.
ახალგაზრდა ბიჭი, ვერაზე, გუშინ დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირებას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. როგორც შსს-ში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლით დაიწყო, რაც მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
სიახლეები
- ,,მივიღეთ გადაწყვეტილება გადავავადოთ 4 წლის ვადით" – ირაკლი კობახიძე
- საქართველოდან უცხო ქვეყნის 97 მოქალაქე გააძევეს
- ,,აი, შეხედეთ მეუფე შიოს პიროვნულად, გარეგნულად, რამდენად მშვენიერია…”- მეუფე საბა
- ,, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას - ძალიან რთულია, ამ სიტყვების გარეშე ქადაგებით მოგმართოთ''- მეუფე შიო
- ,,მთელი ცივილიზაცია ამაღამ მოკვდება და ვეღარასდროს დაბრუნდება'' - დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით