"მთავარი არხის" ოპერატორმა კლინიკა დატოვა
ქარელში დაშავებული "მთავარი არხის" ოპერატორი, ლევან აბლოთია "ნიუ ჰოსპიტალიდან" გაწერეს.
მან გუშინ, "ქართული ოცნების" ქარელის ოფისში მომხდარი ინციდენტის დეტალები ჟურნალისტებთან გაიხსენა.
"აივანზე ვიყავით, ესენი შიგნით იყვნენ, შუქიც ჩააქრეს და შემდგომ უკვე, როდესაც მე და ბექა სტენდაფს ვწერდით, გამოვარდა 4 თუ 5 ადამიანი. ზოგი უკნიდან კამერის წართმევას ცდილობდა, ზოგი წინიდან და ვარიდებდი თავს. უკან-უკან მივდიოდი, იმიტომ, რომ მინდოდა დისტანცია მქონოდა იმ აგრესორ ადამიანსა და ჩემს შორის, რა დროსაც მოაჯირი ყოფილა უკან და ამ ჭიდაობაში, ხელის კვრაში მე წონასწორობა დავკარგე და გადავვარდი," - განაცხადა ლევან აბლოთიამ.
სიახლეები
- ,,მივიღეთ გადაწყვეტილება გადავავადოთ 4 წლის ვადით" – ირაკლი კობახიძე
- საქართველოდან უცხო ქვეყნის 97 მოქალაქე გააძევეს
- ,,აი, შეხედეთ მეუფე შიოს პიროვნულად, გარეგნულად, რამდენად მშვენიერია…”- მეუფე საბა
- ,, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას - ძალიან რთულია, ამ სიტყვების გარეშე ქადაგებით მოგმართოთ''- მეუფე შიო
- ,,მთელი ცივილიზაცია ამაღამ მოკვდება და ვეღარასდროს დაბრუნდება'' - დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით