ვინ არის ვერაზე მოკლული ნიკა კვარაცხელია
ვერაზე, სისხლიანი გარჩევის შედეგად მოკლული ბიჭი 22 წლის ნიკა კვარაცხელიაა. ის პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.
Feedc ადგილმდებარეობაზე დაფუძნებული პლატფორმაა, რომელიც ხალხს მსოფლიო მასშტაბით ინფორმაციის გაცვლის თანაბარ შესაძლებლობას აძლევს.
კვარაცხელია გუშინ, 15 სექტემბერს დაჭრეს და კრიტიკულ მდგომარეობაში, ხეჩინაშილის კლინიკაში მოათავსეს. მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა პაციენტის გადარჩენა ვერ შეძლეს და ის კლინიკაში დღეს გარდაიცვალა.
ირკვევა, რომ ნიკა კვარაცხელიას თავდამსხმელი ნაქირავებ ბინასთან ელოდებოდა, კორპუსთან დაწყებული დაპირისპირების შემდეგ კი მან კვარაცხელიას მისამართით 8-9-ჯერ გაისროლა და ნიკოლაძის ქუჩიდან საკუთარი მანქანით მიიმალა.
კვარაცხელია ე.წ. კანონიერი ქურდის შვილია. უცნობია, უკავშირდება თუ არა შვილის მკვლელობა მამის საქმიანობას.
სიახლეები
- მთავრობა თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების გადაწყვეტილებას ცვლის
- პროკურატურამ ნიკა მელიას ახალი ბრალდება წარუდგინა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 10 თებერვლისთვის
- "სერიოზული პრობლემების წინაშე დგას დღეს ევროკავშირი, მათ შორის მიგრაციის კუთხით" - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში, ერთ-ერთი კლინიკის ექიმმა, სავარაუდოდ, საავადმყოფოს დირექტორთან კონფლიქტის შემდეგ, თვითდაზიანება მიიყენა