85 წლის ასაკში მსახიობი ამირან ქადეიშვილი გარდაიცვალა
საქართველოს სახალხო არტისტი ამირან ქადეიშვილი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამირან ქადეიშვილი დღეს დილით ბოხუას კლინიკაში გარდაიცვალა.
ამირან ქადეიშვილს კინოსა და თეატრში შესრულებული აქვს სხვადასხვა როლები. მის მიერ შესრულებული როლებია: ნიკოია ("სემირამიდას ბაღები"), კვეგვე ტარბა ("მთვარის მოტაცება"), კურა-მუჰამედი ("ციმბირელი პაპა") , ჭოლა ("პირველი მერცხალი"), ნიკო ("გაქცევა გათენებისას"), ხირხალა ("სიყვარული ყველას უნდა"), კობიძე ("სახლი ლესნაიაზე"), ერმილე მამალაძე ("მევლუდი").
მონაწილეობდა ფილმებში: "კავკასიის ტყვე", "როგორ ვიცხოვრო უშენოდ", "თბილისი, პარიზი, თბილისი", "ჟამი მოქცევის", "სათნოებათა კიბე" და სხვა.
2018 წელს ამირან ქადეიშვილს გადაეცა ჯილდო "ხელოვნების ქურუმი".
სიახლეები
- მთავრობა თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების გადაწყვეტილებას ცვლის
- პროკურატურამ ნიკა მელიას ახალი ბრალდება წარუდგინა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 10 თებერვლისთვის
- "სერიოზული პრობლემების წინაშე დგას დღეს ევროკავშირი, მათ შორის მიგრაციის კუთხით" - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში, ერთ-ერთი კლინიკის ექიმმა, სავარაუდოდ, საავადმყოფოს დირექტორთან კონფლიქტის შემდეგ, თვითდაზიანება მიიყენა