როგორია ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა
გიორგი გამსახურდია ძმის ჯანმრთელობის შესახებ უახლეს ინფორმაციას ავრცელებს.
მისი თქმით, ცოტნე გამსახურდია ამ ეტაპზე რეაბილიტაციას წეროვანის ცენტრში გადის და მისი მკურნალობა შედეგიანია.
"ჩემი ძმა ამ ეტაპისთვის იმყოფება წეროვანში, სარეაბილიტაციო ცენტრში, სადაც პრემიერის დახმარებით გადაიყვანეს. ჯანდაცვის უწყებამ ჩათვალა, რომ უპრიანი იქნებოდა, მისი იქ ყოფნა და ყოველდღიურად რაღაც შედეგებზე მივდივართ. საკმაოდ იმედიანად ვართ, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდება", - განაცხადა გიორგი გამსახურდიამ "იმედის" ეთერში.
შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია თბილისში, ვერაზე 2019 წლის 19 დეკემბერს დაჭრეს.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან