ნანგრევებში სავარაუდოდ ერთი გარდაცვლილი იპოვეს - ვახტანგ გომელაური
შს მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ ბათუმში ნანგრევებში სავარაუდოდ ერთი გარდაცვლილი იპოვეს, ინფორმაცია ზუსტდება.
„ორი ადამიანი ცოცხალი იქნა ამოყვანილი, მძიმე მდგომარეობაში, მაგრამ კონტაქტურები იყვნენ ორივე. ისინი არიან საავადმყოფოში. ერთი ადამიანის ცხედარია კიდევ ნანახი, დამიზუსტებენ ახლა“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ვახტანგ გომელაურმა.
ბათუმში, კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანი ცოტა ხნის წინ ამოიყვანეს. მანამდე მაშველებმა ნანგრევებიდან შუა ხნის ქალი ამოიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ცნობისათვის, დღეს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი დღეს ჩამოინგრა.
სიახლეები
- მთავრობა თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების გადაწყვეტილებას ცვლის
- პროკურატურამ ნიკა მელიას ახალი ბრალდება წარუდგინა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 10 თებერვლისთვის
- "სერიოზული პრობლემების წინაშე დგას დღეს ევროკავშირი, მათ შორის მიგრაციის კუთხით" - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში, ერთ-ერთი კლინიკის ექიმმა, სავარაუდოდ, საავადმყოფოს დირექტორთან კონფლიქტის შემდეგ, თვითდაზიანება მიიყენა