კორპუსის ჩამონგრევისას დაზარალებულ გია შომახიას ბინა შეუძინეს
გია შომახიას, რომელმაც ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევისას ოჯახის 2 წევრი დაკარგა, სამმა კომანიამ ბინა შეუძინა.
ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
კომპანიების წარმომადგენლები უსამძიმრებენ დაზარალებულ ოჯახებს.
"ცხადია, ამ ტრაგედიით გამოწვეული შედეგების შემსუბუქება შეუძლებელია, თუმცა, ვეცადეთ მცირედით გამოგვეხატა ბიზნეს სექტორის ხალხში გვერდში დგომა." – აცხადებენ კომპანიების წარმომადგენლები.
გუშინ, 11 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი კომპანია ბინას გადასცემს ბათუმის ტრაგედიისას დაზარალებულ რამაზ დავლაძესაც, რომელმაც კორპუსის ჩამონგრევისას, ოჯახის სამი წევრი, მეუღლე და ორი შვილი დაკარგა
სიახლეები
- მთავრობა თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების გადაწყვეტილებას ცვლის
- პროკურატურამ ნიკა მელიას ახალი ბრალდება წარუდგინა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 10 თებერვლისთვის
- "სერიოზული პრობლემების წინაშე დგას დღეს ევროკავშირი, მათ შორის მიგრაციის კუთხით" - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში, ერთ-ერთი კლინიკის ექიმმა, სავარაუდოდ, საავადმყოფოს დირექტორთან კონფლიქტის შემდეგ, თვითდაზიანება მიიყენა