"დამენგრა მთელი ცხოვრება, ერთი ბიჭი დამრჩა, ის მაძლევს ცხოვრების სტიმულს"
ბათუმის ტრაგედიის დროს დაზარალებული რამაზ დავლაძე, რომელსაც შენობის ნგრევის დროს ცოლ-შვილი დაეღუპა ჟურნალისტებთან პირველ კომენტარს აკეთებს. მისი თქმით შენობის პირველ სართულზე პირველ ოქტომბერს იმყოფებოდა, როდესაც ნახა, რომ ბინაში მზიდი კედლები დაზიანებული არ ყოფილა.
"უბედნიერესი კაცი ვიყავი, უბედნიერესი ადამიანი ვიყავი. ჩემზე მეტი ბედნიერი ადამიანი არ წარმომედგინა. ასეთია ღვთის ნება და ასეთია ჩემი განგება დამენგრა მთელი ცხოვრება.ერთი ბიჭი დამრჩა და ის მაძლევს ცხოვრების სტიმულს.
მე არ მინდა ვინმეს რამე დავაბრალო. ვინმეს დავადო ხელი, რომ ამის ბრალია... ღმერთის მეშინია. დაველოდოთ, რაღაც ხომ იქნება.
მე პირველ რიცხვში ვიყავი მანდ ნამყოფი და გავაფრთხილე, ვუთხარი რომ ეს არის მზიდი კედლები და ამას ხელი თქვენ არ მოკიდოთ. მე რომ შევედი ოროთახიანში, შევედი დიდ სივრცეში, უკვე არც კედელი ჰქონდათ და არც არაფერი არ ჰქონდათ.
მე არ ვარ ის სპეციალისტი, რომელმაც დასკვნა ვინმეს უნდა მისცეს. არსებობს შესაბამისი სამსახურები, რომლებმაც ყველაფერს შეისწავლიან და წარადგენენ", - განაცხადა რამაზ დავლაძემ.
სიახლეები
- მთავრობა თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების გადაწყვეტილებას ცვლის
- პროკურატურამ ნიკა მელიას ახალი ბრალდება წარუდგინა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 10 თებერვლისთვის
- "სერიოზული პრობლემების წინაშე დგას დღეს ევროკავშირი, მათ შორის მიგრაციის კუთხით" - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში, ერთ-ერთი კლინიკის ექიმმა, სავარაუდოდ, საავადმყოფოს დირექტორთან კონფლიქტის შემდეგ, თვითდაზიანება მიიყენა