როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
სინოპტიკოსები დღეიდან 21 ოქტომბრამდე საქართველოში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ. მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
20 ოქტომბერს ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მაღალმთიან ზონაში მოთოვს, ზღვაზე მოსალოდნელია ძლიერი, 4-5 ბალიანი შტორმი.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან