საქართველოში "მწვანე პასპორტები" ამოქმედდება
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი დეკემბრიდან ე.წ. მწვანე პასპორტების სისტემა ამოქმედდება - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, ეს ითვალისწინებს ორჯერად ვაქცინაციას, 72-საათიან PCR ტესტს, 24-საათიან ანტიგენ ტესტს ან ან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების ცნობას.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ არ იქნება კორონავირუსის გადატანის ვადაზე შეზღუდვა ისე, როგორც სხვა ქვეყნებშია.
"იყო მოსაზრება, რომ გადატანილებნზე ყოფილიყო ექვსთვიანი შეზღუდვა, მაგრამ ჩემი რეკომენდაცია იყო, რომ ეს შეზღუდვა მოგვეხსნა და საბჭომ გაიზარა, ამიტომ, მწვანე სტატუსი ექნება პირს, ვისაც გადატანილი აქვს კორონავირუსი" - განაცხადა პრემიერმინისტრმა.
მწვანე სტატუსის მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისა და ტურისტებისთვის.
"პირველი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ მწვანე პასპორტით შეძლებენ შესვლას სხვადასხვა ობიექტებში, ეს არის კვების ობიექტები, კინოთეატრები, ოპერა, მუზეუმები, გასართობი ცენტრები, სათამაშო ბიზნეს-ობიექტები და ასე შემდეგ. მოთხოვნა გავრცელდება მხოლოდ ობიექტების სტუმრებზე და არა დასაქმებულ პერსონალზე" - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ქვეყანაში ვაქცინაცია სავალდებულო არ გახდება.
სიახლეები
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან
- ქუთაისში WISE-WASTE პროექტის სასტარტო პრესკონფერენცია გაიმართა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 მაისიდან