"ქალბატონი ეკატერინე რომ ყოფილიყო თანამდებობაზე, სასწრაფოები იდგებოდა მოშიმშილეებთან" - ანზორ მელია
"მე როგორც მამა ჩემი შვილის და როგორ კოლეგების მეგობარი, არ მაქვს უფლება სამსახურში მშვიდად ვიჯდე, არ მოვიდე და არ დავინტერესდე ამ ხალხის ჯანმრთელობით", - ამის შესახებ ექიმმა ანზორ მელიამ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მოშიმშილეების მონახულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე რომ ყოფილიყო, მოშიმშილეების კარვებთან სასწრაფოს რამდენიმე ბრიგადა იდგებოდა.
"პრობლემები უკვე გამოჩნდა, მაგრამ იმდენად არიან თავგადადებულები არ მიჯერებენ. არ შეიძლება ასე, როგორც შეიძლება შაქრიანი დიაბეტი ჰქონდეს ადამიანს და ის შიმშილობდეს, ან მეორეს ღვიძლის ფუნქციები არ ჰქონდეს წესრიგში და შიმშილობდეს.
ქალბატონი ეკატერინე რომ ყოფილიყო თანამდებობაზე, მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს აქ არათუ ერთი ბრიგადა, რამოდენიმე ბრიგადა იქნებოდა, მაგრამ არ ჰყავთ მეთაური და "ოცნება" რასაც აკეთებს, ჩემზე უკეთ იცით, მაგათ თუ გაწყდება მთლიანად "ნაციონალები", ის გაუხარდებათ", - განაცხადა ანზორ მელიამ.
სიახლეები
- ,,მივიღეთ გადაწყვეტილება გადავავადოთ 4 წლის ვადით" – ირაკლი კობახიძე
- საქართველოდან უცხო ქვეყნის 97 მოქალაქე გააძევეს
- ,,აი, შეხედეთ მეუფე შიოს პიროვნულად, გარეგნულად, რამდენად მშვენიერია…”- მეუფე საბა
- ,, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას - ძალიან რთულია, ამ სიტყვების გარეშე ქადაგებით მოგმართოთ''- მეუფე შიო
- ,,მთელი ცივილიზაცია ამაღამ მოკვდება და ვეღარასდროს დაბრუნდება'' - დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით