ამ გვერდის ამობედვა

"ყველა წერტილსა და მძიმეს ვეთანხმები" - გიორგი გამსახურდია დედას უპირისპირდება

ყველა წერტილსა და მძიმეს ვეთანხმები რასაც ჩემი ძმა,კონსტანტინე წერს ამ პოსტში,- წერს სოციალურ ქსელში პირველი პრეზიდენტის შვილი გიორგი გამსახურდია.

 

"ძალიან მძიმეა ამ ყველაფრის ატანა,რის გავლაც უწევს ჩემს ძმას და ჩემს რძალს ამ ავადმყოფური ბრბოს მხრიდან. ასევე უდიდესი ბოდიში მინდა მოვუხადო ყველა მათი გინებით და უსამართლო მოპყრობით შეწუხებულებს,"- წერს გამსახურდია.

რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა ზვიად გამსახურდიას უფროსმა შვილმა კონსტანტინე გამსახურდიამ, რომლის თქმითაც, ზვიად გამსახურდიას ქვრივმა, მანანა არჩვაძემ წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრთან, სადაც ცოტნე გამსახურდია მკურნალობს, მიტინგის მოწყობა სცადა

წაკითხვა 262 ჯერ

სიახლეები