"მე-20 საუკუნე ომისა და სისხლისღვრის საუკუნე იყო, 21-ე საუკუნე უნდა იყოს დიალოგის"
მე-20 საუკუნე ომისა და სისხლისღვრის საუკუნე იყო. 21-ე საუკუნე უნდა იყოს დიალოგის საუკუნე. მე ვლოცულობ, რომ უკრაინაში მშვიდობა სწრაფად აღდგეს, - ამის შესახებ ტიბეტელი ხალხის სულიერმა ლიდერმა დალაი ლამამ განაცხადა, რასაც CNN ავრცელებს.
დალაი ლამას თქმით, მნიშვნელოვანია მშვიდობა და ურთიერთგაგება. ამასთან, იგი უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო, მწუხარებას გამოთქვამს.
„ვწუხვარ, უკრაინაში კონფლიქტის გამო. ომი მოძველებულია, არაძალადობრივი ქმედება ერთადერთი გზაა. პრობლემები და უთანხმოება საუკეთესოდ წყდება დიალოგით. ნამდვილი მშვიდობა მოდის ურთიერთგაგებით და ერთმანეთის კეთილდღეობის პატივისცემით, იმედი არ უნდა დავკარგოთ, მე-20 საუკუნე ომისა და სისხლისღვრის საუკუნე იყო. 21-ე საუკუნე უნდა იყოს დიალოგის საუკუნე. მე ვლოცულობ, რომ უკრაინაში მშვიდობა სწრაფად აღდგეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
სიახლეები
- 2026 წლის იანვარი ამ 3 ზოდიაქოს ნიშნისთვის წლის საუკეთესო თვე გახდება
- "ბაჩო ახალაია დუმილის უფლებას იყენებს, რაც მიანიშნებს, რომ რაღაც უბედურება ხდებოდა" - გია ვოლსკი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "როგორც ჩანს, ჩერგოლეიშვილი ჩვენ წინააღმდეგ მიცემული ჩვენებით ლადო ბედუკაძესაც გაუსწრებს" - ანი ნადარეიშვილი
- "რუსეთი ახალი ზებგერითი ბალისტიკური რაკეტების განლაგებას ბელარუსში, ყოფილ ავიაბაზაზე გეგმავს" - „როიტერი“