"ეს ძალიან სწრაფად დასრულდება, თუ იმას გააკეთებენ, რაც უნდა გააკეთონ - ჩემი ნება რომ იყოს, ნავთობს ავიღებდი, დავიტოვებდი და ბევრ ფულს ვიშოვიდით"
ჩემი ნება რომ იყოს, ნავთობს დავიტოვებდი, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში სააღდგომო კვერცხების გაგორების ტრადიციულ ღონისძიებაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩემი ნება რომ იყოს, ნავთობს ავიღებდი, ნავთობს დავიტოვებდი და ბევრ ფულს ვიშოვიდით“, - განაცხადა ტრამპმა.
მისი თქმით, ამერიკელ ხალხს ომის დასრულება სურს და მას კი სურს, რომ ისინი „კმაყოფილები“ იყვნენ.
ასევე, ტრამპმა აღნიშნა, რომ ირანისთვის შეთანხმების მისაღწევად საბოლოო ვადა სამშაბათია.
„ეს ძალიან სწრაფად დასრულდება, თუ ისინი იმას გააკეთებენ, რაც უნდა გააკეთონ. ირანში რეჟიმის სრული ცვლილება განხორციელდა. ახლა იქ მყოფი ადამიანები გაცილებით გონიერები არიან, ვიდრე ისინი, ვინც პირველი და მეორე ფაზის დროს იყვნენ. ისინი, ვისთანაც ახლა მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, გაცილებით გონიერი ადამიანები არიან“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
სიახლეები
- "დღეიდან დაიწყება ახალი ეტაპი, როდესაც პროტესტი პოლიტიკურ პროცესად გარდაიქმნება, რათა არსებული ბზარები კიდევ უფრო გააფართოოს და რეჟიმის მშვიდობიან ცვლილებას მივაღწიოთ"
- "დამოუკიდებლობის აღდგენიდან მოყოლებული ჩვენ კვლავაც გავდივართ 40-წლიან მოსეს გზას" - ირაკლი კობახიძე
- "თავისუფლება, პირველ რიგში, პასუხისმგებლობაა, ეს არის დაძლევა მანკიერი თვისებებისა და ვნებების, ეს არის აკეთო ის, რაც მართებულია"
- მეზობელი და პარტნიორი ქვეყნები, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძეს მისალოც წერილებს უგზავნიან
- საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს
