საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა 9 აპრილის მემორიალი ტიტებით შეამკეს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით სერგეენკომ და უმრავლესობის წევრებმა 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი ტიტებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 9 აპრილი შეგვახსენებს, რამდენად ძვირფასია თავისუფლება.
„დღეს პატივი მივაგეთ 9 აპრილს დაღუპულ გმირებს და მათ ხსოვნას. ეს არის პირველ რიგში, ტრაგიკული დღე, რომელიც ყველას მძიმედ გვახსოვს. გარდა ამისა, ეს დღე შეგვახსენებს, თუ რამდენად ძვირფასია თავისუფლება და რომ თავისუფლებას ყოველდღიური მოფრთხილება და ზრუნვა სჭირდება. ამ გმირების წინაშე და მათი ხსოვნის წინაშე ჩვენი ვალია, რომ მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ მათ მონაპოვარს - ეს არის ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და დამოუკიდებლობა“,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.
9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა.
სიახლეები
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი
- ,,რომელ პარტიასაც წარმოვადგენ, მათ ვეტყვი: არასდროს ვიყოთ ვინმეს ხელშემშლელები, სადაც ერთიანობა იქნება, იქ ვიყოთ - გთხოვთ, ვინც ამბობს, რომ ერთიანობა არ უნდა, თავი დავანებოთ, მათგან ზოგი ჩვენს საქმეს აკეთებს''- ლევან ხაბეიშვილი
- ,,ძალიან მოიმატა რესპირატორულ სინციტიურმა ვირუსმა, რომელიც 3 წლამდე ბავშვებში ბრონქიოლიტის განვითარებას განაპირობებს და 60 წელს გადაცილებულ პირებში ფილტვების ანთებას'' ამბობს ივანე ჩხაიძე
- ,,მკაცრი იქნება მიდგომები, მკაცრი იქნება ყურადღებაც და შევეცდებით, არც ერთი სამართალდარღვევა, თუკი ეს გამოვლენილი იქნება, არ დარჩეს სათანადო სამართლებრივი რეაგირების გარეშე"- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ სოციალურად დაუცველთა ბაზის შემოწმებაზე
- იმერეთის პოლიციამ არასრულწლოვანის მიმართ ერთ-ერთ საჯარო სკოლაში ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავა