დღეს პროექტის -"ახალგაზრდა ელჩები ქუთაისის განვითარებისთვის" პრეზენტაცია გაიმართა
დღეს, ქუთაისში პროექტის -"ახალგაზრდა ელჩები ქუთაისის განვითარებისთვის" პრეზენტაცია გაიმართა. აღნიშნულ პროექტს ორგანიზაცია "სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერის ცენტრი" ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:
• არიან 16-25 წლის;
• ცხოვრობენ ქ. ქუთაისში;
• არიან აქტიური ახალგაზრდები;
• აქვთ იდეები და სურთ, თავიან თემში განახორციელონ ახალგაზრდული ინიციატივები.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ტრენინგები შემდეგ თემებზე:
ადგილობრივი თვითმმართველობის არსი, ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმები და მექანიზმები;
საჭიროებების მოკვლევა; პრობლემის ანალიზი; ადვოკატირება; პროექტების წერა და მართვა.
ტრენინგების დასრულების შემდეგ, პროექტის მონაწილეებს შორის გამოცხადდება მცირე საგრანტო კონკურსი. შეირჩევა არანაკლებ 3 ახალგაზრდული პროექტი.
პროექტის შესახებ პროექტის მენეჯერმა თეონა ფურცხვანიძემ Firstnews.ge - თან ისაუბრა:
„ქ.ქუთაისში მცხოვრები ახალგაზრდები გამოირჩევიან მრავალფეროვანი იდეებითა და ინიციატივებით. თუმცა, ხშირად მათ სჭირდებათ სივრცე, სადაც შეძლებენ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენას. ვფიქრობ, ახალგაზრდული პროექტი მეტად წაახალისებს მათ და საშუალებას მისცემს საკუთარ თემში პოზიტიური ცვლილებები მოიტანონ. პროექტის მონაწილეები იქნებიან ახალგაზრდა ელჩები, რომლებიც პრობლემატური საკითხების ინოვაციური გზით გადაწყვეტას შეეცდებიან და სამომავლოდაც, აქტიურად ჩაერთვებიან ქალაქისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროცესში,“- განაცხადა თეონა ფურცხვანიძემ.
პროექტის შესახებ ასევე ისაუბრა ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ახალგაზრდობის განყოფილების წარმომადგენელმა ლანა სვანიძემ.
"მსგავსი ტიპის პროექტებს ქუთაისის მერია ყოველთვის დააფინანსებს. ვფიქრობთ, ამ პროექტის დასასრულს კარგ შედეგს მივიღებთ. პროექტი გათვლილია ახალგაზრდებზე. ეს ახალგაზრდები უზრუნველყოფენ ქალაქში არსებული სერვისების, საჭიროებების ასევე, თავიანთი უფლება-მოვალეობების განსაზღვრას და გადასცემენ ინფორმაციას სხვა ახალგაზრდებს. ისინი იქნებიან ელჩები, რგოლი ჩვენსა და ახალგაზრდებს შორის,’’ - განაცხადა ჩვენთან საუბარში ლანა სვანიძემ.
ტრენინგის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი და სამახსოვრო საჩუქრები.
პროექტით დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა, რომელიც ხელმისაწვდომია "სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერის ცენტრის“ facebook-ის გვერდზე. აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა: 26 აპრილი.
ორგანიზაციის Facebook-ის გვერდი: https://www.facebook.com/orgcisc
აპლიკაციის ფორმის ბმული: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScoZbKNeqBOK4Vsx1XgxlIs3mIJF1anOKrRKAmFtzrN5zsFdQ/viewform
პროექტის ფარგლებში საინფორმაციო სააგენტო FirstNews.ge ორ ვიდეორგოლსა და სამ სტატიას მოამზადებს.
პროექტი ქუთაისის მერიის მიერ დაფინანსებული ახალგაზრდული ინიციატივების კონკურსის ფარგლებში მიმდინარეობს.
სიახლეები
- "წამართვეს სასამართლოში ელემენტარული საპროცესო უფლებებიც კი - შემიზღუდეს არათუ სამართლიანი სასამართლოს უფლება, არამედ ფეხქვეშ გათელეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები"
- ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს
- “ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი
- "საქართველოში 2024 წელს დაფიქსირდა მაღალი ეკონომიკური ზრდა, 9.4 პროცენტი, 2025-2026 წლებში მოსალოდნელია ზრდის შენელება" - ევროკომისიის ანგარიში
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 20 მაისისთვის