„პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარის განცხადებით, მაისიდან პურის ფასი სავარაუდოდ, 20 თეთრით გაიზრდება
„პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარის მალხაზ დოლიძის განცხადებით, სავარაუდოდ, მაისიდან პურის ფასი გადაიხედება და დაახლოებით 20 თეთრით გაიზრდება.
როგორც დოლიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პურის ფასის ცვლილება იმ შემთხვევაში იქნება საჭირო, თუ რუსეთიდან ფქვილი კვლავ გაზრდილი ფასით, 75 ლარად შემოვა.
„მარტის შემდეგ, როდესაც საბაჟო გაიხსნა და ფქვილის ღირებულება იყო 75 ლარი, ანუ ფქვილის ღირებულება გაიზარდა. ადგილობრივი ფქვილის ღირებულება კი 80 ლარია. ამას თუ დავუმატებთ გადასახადს - ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, წყლის, ხელფასების, დისტრიბუციის - ეს ყველაფერი ერთად ფოკუსირდება ფასებში და დღის წესრიგში დადგა ფასწარმოქმის გადახედვის საჭიროება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმაც თქვა, რომ ფასის გადახედვა მოხდება. არ ვამბობ, რომ ისე მოემატება ფასი, როგორც შაქარს ან ცხიმს მოემატა - უსაშველოდ, მაგრამ ჩვენი გადაანგარიშებით ფასის მატება დაახლოებით 20 თეთრის ფარგლებშია მოსალოდნელი. თუ რუსეთიდან უფრო დაბალი ფასის ფქვილი შემოვიდა, ამ ფასს შეგვანარჩუნებინებს. თუ ისევ 75 ლარზე დაფიქსირდება, ფასის ცვლილება საჭირო იქნება. ქვეყანაში ორთვიანი მარაგი ყოველთვის არის, მაგრამ საუბარია ფასზე - მარაგი არის, მაგრამ მაღალფასიანის. როდესაც წარმოებას მაღალფასიანი ფქვილი შემოუვა, წაგებაზე ხომ ვერ იმუშავებს?! ამიტომ, ზუსტად რიცხვს ვერ გეტყვით, მაგრამ, სავარაუდოდ, მაისის თვეში გადაიხედება ფასწარმოქმნა“, - განაცხადა მალხაზ დოლიძემ.
ამასთან, დოლიძის თქმით, თონეებში ქართული პურის ფასი უკვე გაიზარდა.
„მოდის ინფორმაცია, რომ თონეებში ქართული პურის ფასმა მოიმატა 10 თეთრით, ამას ვადასტურებ“,- განაცხადა მალხაზ დოლიძემ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.
სიახლეები
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი
- ,,რომელ პარტიასაც წარმოვადგენ, მათ ვეტყვი: არასდროს ვიყოთ ვინმეს ხელშემშლელები, სადაც ერთიანობა იქნება, იქ ვიყოთ - გთხოვთ, ვინც ამბობს, რომ ერთიანობა არ უნდა, თავი დავანებოთ, მათგან ზოგი ჩვენს საქმეს აკეთებს''- ლევან ხაბეიშვილი
- ,,ძალიან მოიმატა რესპირატორულ სინციტიურმა ვირუსმა, რომელიც 3 წლამდე ბავშვებში ბრონქიოლიტის განვითარებას განაპირობებს და 60 წელს გადაცილებულ პირებში ფილტვების ანთებას'' ამბობს ივანე ჩხაიძე
- ,,მკაცრი იქნება მიდგომები, მკაცრი იქნება ყურადღებაც და შევეცდებით, არც ერთი სამართალდარღვევა, თუკი ეს გამოვლენილი იქნება, არ დარჩეს სათანადო სამართლებრივი რეაგირების გარეშე"- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ სოციალურად დაუცველთა ბაზის შემოწმებაზე
- იმერეთის პოლიციამ არასრულწლოვანის მიმართ ერთ-ერთ საჯარო სკოლაში ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავა