„ჯორჯიან მანგანეზის“ ინფორმაციით, ითხვისის მაღაროს თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა
ითხვისის მაღაროს თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა.
ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, შემთხვევის ადგილზე მოკვლევას ატარებენ სახელმწიფო შრომის ინსპექტორი და პროფკავშირები.
„კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, ითხვისის მაღაროს თანამშრომლის გარდაცვალების გამო. კვირას, 17 აპრილს, მაღაროს უბნის უფროსი, 30 წლის, ნ.მ. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე მოკვლევას ატარებენ სახელმწიფო შრომის ინსპექტორი და პროფკავშირები. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. პროცესში აქტიურად არის ჩართული კომპანია და თანამშრომლობს გამოძიებასთან. ჩვენს ინტერესშია გამოძიების შეუფერხებელი მუშაობა მომხდარის ობიექტური გარემოების დასადგენად. „ჯორჯიან მანგანეზი“ კიდევ ერთხელ, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უთანაგრძნობს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
სიახლეები
- როგორ და რატომ ცდილობს კრემლი მოლდოვის არჩევნებში ჩარევას
- გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საგარეო უწყება დატოვა - მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია
- “ეს არის ბოლო დაფინანსებული რევოლუციური სცენარი” - ირაკლი ზარქუა ოპოზიციის მიერ დაანონსებულ რევოლუციაზე
- “მე არ ვიცი, რას ნიშნავს მშვიდობიანი დამხობა, ეს არის რაღაც სისულელეების ბჟუტური” - თამარ ჩერგოლეიშვილი
- პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა