"თენგიზ ცერცვაძე დენად დიდი პატრიოტია ქვეყნის, საქმის და სისტემის, არ მგონია, ამ ტიპის გადაწყვეტილება მიიღოს" - ამირან გამყრელიძე
თენგიზ ცერცვაძე თანამდებობას არ დატოვებს. ის იმდენად დიდი პატრიოტია ქვეყნის, საქმის და სისტემის, არ მგონია, ამ ტიპის გადაწყვეტილება მიიღოს,
- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, მას თენგიზ ცერცვაძესთან რამდენჯერმე ჰქონდა კონტაქტი, როდესაც თანამდებობიდან შესაძლო წასვლაზე ისაუბრა.
"თენგიზ ცერცვაძე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ექიმია. მე მასთან მუდმივად მაქვს კონტაქტი, გიდასტურებთ, რომ ამ განცხადების შემდეგაც მქონდა კონტაქტი. ვფიქრობთ, ეს საკითხი გადაწყვეტილია. თანამდებობას არ დატოვებს. ის იმდენად დიდი პატრიოტია ქვეყნის, საქმის და სისტემის, არ მგონია, ამ ტიპის გადაწყვეტილება მიიღოს",- აღნიშნავს გამყრელიძე.
ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე თანამდებობას ტოვებს. აღნიშნულს გამოეხმაურა, თავად თენგიზ ცერცვაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ ნამდვილად ფიქრობდა სამსახურიდან წასვლაზე ერთადერთი მიზეზით, „ძალიან გულნატკენი და შეურაცხყოფილია უკიდურესად უსამართლო, სინამდვილისგან და საღი აზრისგან სრულიად აცდენილ და აბსოლუტურად უსაფუძვლო ცილისწამებების და ბრალდებების გამო“. როგორც ის განმარტავს, ცდილობენ დააბრალონ, რომ სხვებთან ერთად მონაწილეობას იღებდა COVID-ის მართვისთვის გამყოფილი 1 მილიარდი ლარის მითვისებაში
სიახლეები
- სინოპტიკოსების პროგნოზით, ახალი წლის დღეებში საქართველოში ცივი და თოვლიანი ამინდი შენარჩუნდება
- ,,პროდუქტებზე მაღალი ფასნამატია, უნდა დაიწყოს გამოძიება, შეიქმნას საგამოძიებო კომისია"- ირაკლი კობახიძე
- მოსკოვში აფეთქების შედეგად პოლიციელები დაიღუპნენ
- ,,გაფახზულის სესიაზე სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც დაიწყებს სასურსათო პროდუქტებზე ფასების ფორმირების პროცესის საჯარო შესწავლას"- შალვა პაპუაშვილი
- ანკარაში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა