ქუთაისში მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - ‘’ვიცავთ და ვქმნით ისტორიას’’ გაიმართა
დღეს, ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში, მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - ‘’ვიცავთ და ვქმნით ისტორიას’’ გაიმართა.
შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ: ასოციაცია "ქალები რეგიონების განვითარებისთვის", "ქუთაისის ქალთა კლუბი" და ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი.
ღონისძიებაზე ფილმის ჩვენება გაიმართა და საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს ინიციატივით შექმნილი სამაგიდო თამაში ჩატარდა.
‘’18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა. ამიტომ საინფორმაციო ცენტრ "ნატო და ევროკავშირის შესახებ’’ და ‘’ქუთაისის ქალთა კლუბთან" ერთად მუზეუმში ერთობლივი ღონისძიება ჩატარდა.
ეს ძალიან მნიშვნელოვანი შემოთავაზება იყო "ქალთა კლუბისთვის". ასევე, გაიმართა ფილმის ჩვენება და შემდეგ უკვე სამაგიდო თამაში, რომელიც ნატო - ევროკავშირის თემაზე იყო შექმნილი.
ჩვენი ძირითადი სამიზნე აუდიტორია ახალგაზრდებია, ისინი სწორედ იმიტომ შევარჩიეთ, რომ მუზეუმის ცხოვრებასაც უფრო ახლოს გაეცნობიან,’’- განაცხადა FirstNews.ge-სთან საუბრისას ქუთაისის ქალთა კლუბის თავჯდომარე მარიკა ვაჭარაძემ.
საინფორმაციო ცენტრის თამაშში გამარჯვებულ გუნდს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა.
სიახლეები
- ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი დღეიდან ამოქმედდა
- ლატვიამ რუსეთის საზღვართან 280 კილომეტრიანი ღობე აღმართა
- ,,მინდა, ვთხოვო 5 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს – ნუ დაელოდებით მაღალი სიცხის 3-4 დღიან პერიოდს"- ივანე ჩხაიძე
- ნარკოდანაშაულის ბრალდებით ცხრა პირი დააკავეს
- ,,არ შეიძლება ერთი და იგივე ფირმის ქსელში არსებულ სუპერმარკეტში, ერთი და იგივე პროდუქტი, ევროპაში ღირდეს სამჯერ უფრო იაფი, ხოლო საქართველოში – სამჯერ ძვირი"- დავით მათიკაშვილი