''ექსპორტის საუკეთესო სააგენტოს ჯილდოს მიღება უმნიშვნელოვანესი მსოფლიო აღიარებაა'' - მიხეილ ხიდურელი
ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს კიდევ ერთი დიდი მსოფლიო აღიარება მოვიპოვეთ - ექსპორტის სტიმულირებისა და მხარდაჭერის კუთხით „აწარმოე საქართველოში“ საუკეთესო უწყებად დასახელდა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისა (WTO) და გაერო-ს ერთობლივი სააგენტოს - საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის (ITC) WTPO Awards-ის მსოფლიო ჯილდო გადმოეცა,
- ამის შესახებ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა განაში, WTPO Awards-ის მასშტაბური საერთაშორისო დაჯილდოების შემდეგ განაცხადა.
WTPO Awards-ის საერთაშორისო ჯილდო გადაეცემათ ორგანიზაციებს, ვინც ხელს უწყობს კომპანიებს საექსპორტო პოტენციალის ზრდაში, ექსპორტის მიმართულებით ინოვაციური მეთოდების დანერგვასა და ეფექტური ინიციატივების განხორციელებაში.
„ამ აღიარებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, თუ რამდენად ეფექტიანად მუშაობს ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო პროგრამები. საქართველოს სახელი კი კვლავ გაჟღერდა მსოფლიო მასშტაბით როგორც ქვეყნის, სადაც ადგილობრივი ბიზნესი, მათ შორის მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, წარმატებით ვითარდება სახელმწიფო პროგრამების ხელშეწყობით“, - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა, რომელსაც ჯილდო პირადად გადასცა ITC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პამელა ქოუქ ჰამილტონმა.
მისი თქმით, სააგენტოში უდიდესი ადგილი უჭირავს ექსპორტის განვითარებას და ამ მიმართულებით ეფექტური ინიციატივების დანერგვას. „აწარმოე საქართველოში“ აქტიურად ეხმარება ადგილობრივ მეწარმეებს ექსპორტის მიმართულებით და წლიდან წლამდე აფართოებს მათი ხელშემწყობი პროგრამების არეალს.
მიხეილ ხიდურელის განცხადებით, ცოტა ხნის წინ სააგენტომ დაიწყო ექსპორტის სტიმულირების მასშტაბური პროგრამა, რომელიც რომელიც ხელს შეუწყობს ბაზრების დივერსიფიცირებას, ახალ ბაზრებზე შესვლას და ქართული პროდუქტის საერთაშორისო ქსელებში მოხვედრას.
აღსანიშნავია, რომ WTPO Awards-ის წლევანდელი დაჯილდოების ჟიურის წევრი სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელია, როგორც ერთ-ერთი გამარჯვებული ორგანიზაციის წარმომადგენელი.
WTPO Awards ორ წელიწადში ერთხელ ტარდება და მასში 70-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს.
სიახლეები
- ცნობილია ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის პროგრამა
- “4 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები იქნება, სხვა რა ფანტაზიები ჰქონდა ლევან ხაბეიშვილს, რა ესიზმრება პაატა ბურჭულაძეს და რა მოლოდინები აქვთ სხვებს, ამას ვერ გეტყვით” – მაჭარაშვილი
- “საქართველოს დაანებოს ყველამ თავი - ზელენსკიმ მიხედოს თავის ქვეყანას, ისაუბროს იმაზე, თუ რა დაკარგა, რა მოუწყო საკუთარ ხალხს, გავა დრო და მოუწევს პასუხის გაცემა” - კახა კალაძე
- “პოლიტიკაა, მივაღწიოთ იმას, რომ საქართველომ, რომელიც უსწრებს ევროკავშირის 7 ქვეყანას კორუფციის სიმცირით, გაუსწროს ევროკავშირის 27 ქვეყანას” - შალვა პაპუაშვილი
- როგორ და რატომ ცდილობს კრემლი მოლდოვის არჩევნებში ჩარევას