თბილისსა და ბათუმში უკრაინულენოვან სექტორზე 416 მოსწავლეს 29 პედაგოგი ასწავლის
თბილისსა და ბათუმში უკრაინულენოვან სექტორზე მოსწავლეებს 29 პედაგოგი ასწავლის, აქედან მიხეილ გრუშევსკის სახელობის 41-ე საჯარო სკოლაში, 22 მასწავლებელია დასაქმებული, საიდანაც 7 საქართველოს მოქალაქეა. ბათუმის მე-20 საჯარო სკოლაში, უკრაინულენოვან სექტორზე კი, ჯამში, 7 პედაგოგია დასაქმებული, აქედან 6 უკრაინის, ხოლო 1 - საქართველოს მოქალაქეა, - ამის შესახებ განათლების და მეცნიერების სამინისტროში განაცხადეს.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, საქართველოში უკრაინიდან ჩამოსული სხვადასხვა ასაკის 912 მოსწავლე სწავლობს.
„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსწავლეები, რომლებიც უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ აგრძელებენ ზოგადი განათლების მიღებას უკრაინის სკოლებში და გამოხატავენ სურვილს, სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თბილისსა და ბათუმში უკრაინულენოვანი სექტორები გაიხსნა, სადაც მოსწავლეებს მშობლიურ ენაზე აქვთ განათლების მიღების შესაძლებლობა, უკრაინული სასწავლო გეგმის შესაბამისად.
ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, თბილისსა და რეგიონებში, სხვადასხვა ასაკის 912 მოსწავლე უკვე ჩარიცხულია, მათ შორის 316 მოსწავლე - სსიპ მიხეილ გრუშევსკის სახელობის ქალაქ თბილისის N41 საჯარო სკოლის უკრაინულ სექტორზე და 100 მოსწავლე - სსიპ ქალაქ ბათუმის N20 საჯარო სკოლის უკრაინულ სექტორზე (ჯამში უკრაინულ სექტორზე - 416 მოსწავლეა). მიხეილ გრუშევსკის სახელობის 41-ე საჯარო სკოლაში, უკრაინულენოვან სექტორზე სულ 22 მასწავლებელია დასაქმებული, აქედან 7 საქართველოს მოქალაქეა. ბათუმის მე-20 საჯარო სკოლაში, უკრაინულენოვან სექტორზე კი ჯამში 7 პედაგოგია დასაქმებული, აქედან 6 უკრაინის, ხოლო 1 საქართველოს მოქალაქეა“, - განაცხადეს განათლების და მეცნიერების სამინისტროში.
სიახლეები
- “რაც მე, პირადად, ძალიან მიჭირს ვაპატიო, არის ჩვენი მიტოვება თუ თხასავით გაყიდვა, არ ვიცი, რა დავარქვა” - თეა წულუკიანი გიორგი გახარიაზე
- “„ლელოს“ ამომრჩეველს ასახსნელი რამე-რუმეები აუხსნას ხაზარაძემ, რომელიც ვერ უხსნის და ამიტომ, თავშესაფარი იპოვა ციხეში” - თეა წულუკიანი
- პოეტი ზვიად რატიანი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს
- “გუშინ ჩვენ ვიხილეთ ბრიუსელიდან ქართულ სახელმწიფოზე თავდასხმების მთელი წყება, რაც ბოლო პერიოდში სამწუხარო ტენდენციად იქცა” – პაპუაშვილი
- ისრაელმა დაადასტურა ირანთან ცეცხლის შეწყვეტა