ირაკლი ღარიბაშვილმა კასპში, სახელმწიფო პროგრამა "განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონული ტურნეს ფარგლებში შიდა ქართლში იმყოფება.
მთავრობის მეთაური კასპში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან ერთად, სახელმწიფო პროგრამა ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
ქალაქ კასპში მიმდინარეობს დავით აღმაშენებლის, გიორგი სააკაძის და მერაბ კოსტავას ქუჩებზე არსებული შენობების ფასადების განახლება, ცენტრალური მოედნისა და მიმდებარედ არსებული სკვერების რეაბილიტაცია. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია კასპის ცენტრისა და გიორგი სააკაძის სახელობის სკვერის მოწყობა, ჯამური ბიუჯეტით - 8.3 მლნ ლარი.
ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძისგან პროექტის მიმდინარობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. პრემიერი კასპის ცენტრში ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა, მათგან არსებული საჭიროებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა და კონკრეტული დავალებები გასცა.
მთავრობის მეთაურთან ერთად სარეაბილიტაციო სამუშაოებს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ.
სიახლეები
- “კოტე იოსელიანის გატაცების მიზანი თინა ბოკუჩავაზე ზემოქმედების მოხდენა იყო” - წითლაძე
- ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ რამდენიმე დღის წინ, მისი მეუღლის, კოტე იოსელიანის მიერ გავრცელებულ ვიდეოზე ისაუბრა და თქვა, რომ ვიდეოს წინ გატაცება და რამდენიმესაათიანი ზეწოლა უძღოდა
- ლაიმის ცივი ჩაი
- “ჩაფხუტში დამალული ნახევარ კილომდე "მეტადონი" ამოვიღეთ “- შსს-მ ერთი პირი დააკავა
- კიევზე დრონებით შეტევა იყო