ენტონი ბლინკენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ულოცავს.
„ქართველ ხალხს სიღრმისეულად ესმის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ღირებულება. მიუხედავად რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის მუდმივი ოკუპაციისა, ქართველმა ხალხმა აჩვენა მტკიცე გადაწყვეტილება, იღწვოდეს ევროატლანტიკური მომავლისთვის. ჩვენ ვგმობთ რუსეთის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ და მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის 30 წლის განმავლობაში, შეერთებული შტატები ამაყობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიული განვითარების, წინსვლის, მისი ეკონომიკის დივერსიფიკაციისა და მომავლის კეთილდღეობის ასაშენებლად. ჩვენმა ქვეყნებმა ასევე ერთად იმუშავეს გვერდიგვერდ გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების მხარდასაჭერად.
ამ საზეიმო დღეს ყველგან ქართველებისთვის, მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ შეერთებული შტატების განგრძობით ერთგულებას საქართველოსთან პარტნიორობაში მის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, – ვკითხულობთ ენტონი ბლინკენის განცხადებაში.
სიახლეები
- ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი დღეიდან ამოქმედდა
- ლატვიამ რუსეთის საზღვართან 280 კილომეტრიანი ღობე აღმართა
- ,,მინდა, ვთხოვო 5 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს – ნუ დაელოდებით მაღალი სიცხის 3-4 დღიან პერიოდს"- ივანე ჩხაიძე
- ნარკოდანაშაულის ბრალდებით ცხრა პირი დააკავეს
- ,,არ შეიძლება ერთი და იგივე ფირმის ქსელში არსებულ სუპერმარკეტში, ერთი და იგივე პროდუქტი, ევროპაში ღირდეს სამჯერ უფრო იაფი, ხოლო საქართველოში – სამჯერ ძვირი"- დავით მათიკაშვილი