''ჩემი შვილი ძალიან კარგ გუნებაზე იყო იმიტომ, რომ არცერთ ქართველს არ ღირსებია ასეთი პატივი'' - გიული ალასანია
ძალიან ამაყი გამოვედი, დონალდ ტუსკმა, თავისი გამოსვლა დაამთავრა ჩემი შვილის გაგზავნილი ტექსტით. დაინგრა დარბაზი ოვაციებისგან, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ ჟურნალისტებს ყოფილ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
ალასანიას განცხადებით, დღეს მიხეილ სააკაშვილი კარგ გუნებაზე იყო იმიტომ, რომ ძალიან ამაყი იყო, რადგან “არცერთ ქართველს არ ღირსებია ასეთი პატივი”.
“ძალიან ამაყი გამოვედი იმიტომ, რომ დღეს როტერდამში უზარმაზარ დარბაზში, სადაც ძალიან ბევრი პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი ესწრებოდა, დონალდ ტუსკმა თავისი გამოსვლა ჩემი შვილის გაგზავნილი ტექსტით დაამთავრა. დაინგრა დარბაზი ოვაციებისგან.
იმედი გვაქვს, რომ ხვალ შემოვლენ ექიმები და დაიძვრება ეს პროცესი. ჩვენ ძალიან ვჩქარობთ იმიტომ, რომ მისი ჯანმრთელობა ვეღარ დაიცდის.
დღეს ძალიან კარგ გუნებაზე იყო იმიტომ, რომ არცერთ ქართველს არ ღირსებია ასეთი პატივი. ცარიელი სკამი იდგა და დარბაზში მქუხარე ოვაციები იყო. ასეთი შემთხვევა არ მაგონდება. ძალიან ამაყი იყო.
მოლოდინი გვქონდეს უკეთესის. ოპტიმისტები ვიყოთ. დავიღალეთ უკვე ამდენი პესიმიზმით და ამდენი უბედურებით. ველოდები, რომ ყველაფერი კარგად წავა”,- განაცხადა გიული ალასანიამ.
ცნობისთვის, როტერდამში "ევროპის სახალხო პარტიის" ყრილობა გაიხსნა, სადაც პოლონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ევროპული საბჭოს ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა დელეგატებს სიტყვით მიმართვის ბოლოს საქართველო ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართვა წაიკითხა.
დარბაზში მიხეილ სააკაშვილისთვის განკუთვნილი ცარიელი სკამი იდგა.
სიახლეები
- “ადამიანს სასჯელი ეკუთვნის, თუ გირაოს არ გადაიხდის, კონკრეტულ ბრალდებაზე განცხადებას არავინ აკეთებს, მათი მიზანია, კომისიის თემა გადაფარონ, თითქოს პოლიტიკურ ოპონენტებს დევნიან” - გია ვოლსკი
- მარწყვის ლიმონათი
- "რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების ფართომასშტაბიანი გაცვლის შესახებ შეთანხმება ახლახან დასრულდა" - დონალდ ტრამპი
- თბილისის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
- “სვანეთს ქალი მოსტაცეს ეს არის იმ ღირებულების ხელყოფა, რაზეც ქართველი კაცის ღირსება დგას” - თეა წულუკიანი